четверг, 11 июня 2015 г.

კლასის დღე

მე-10 კლასელებმა 10 ივნისს 10 საათსა და 10 წუთზე აღნიშნეს სკოლაში ყოფნის 10 წლის იუბილე და ეს დღე გამოაცხადეს კლასის დღედ. ყოველ შემდგომ წლებში ამ დღის აღსანიშნავად შეხვდებიან ერთმანეთს

დამრიგებელმა წარმოადგინა სასწავლო წლის ანგარიში პრეზენტაციის სახით. სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეები: ანა რურუა, ლაშა ბაშარული, ლილი კალუცკი.

დირექტორის მოადგილემ ნანა მიქავამ მოსწავლეებს სხვადასხვა პროექტებში მოპოვებული დიპლომები, სერთიფიკატები და სიგელები გადასცა. დამრიგებელმა კი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სახუმარო და სამახსოვრო სიგელები.

 ბოლოს ქალბატონმა ნანამ შეაჯამა, შეაფასა და წარმატება უსურვა  მე-10 კლასელიბს

.
.

ნანა მიქავა-აღმოჩენებსა და სასწაულებს გისურვებთ. გისურვებთ წარმატებებს, სიხარულს, სიმშვიდესა და დიდ ბედნიერებას ...  იმედითა და გამბედაობით, შემართებით, ენერგიითა და სიხარულით შეეგებეთ მომავალს. ამ ყველაფერთან კი გამოძერწეთ  ცხოვრების ის  გზა, გასავლელად რომ ეღირება...წინ  გაცილებით მდიდარი ცხოვრება გელით, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. სიხარულით მიიღეთ იგი. ნურაფერს გამოტოვებთ....  ვალდებულებებიდან კი ერთიღა დაგრჩათ -სიყვარული.  ეზიარეთ შეუდარებელი განცდების  ამ დიდ სამყაროს...  მინდა გჯეროდეთ, რომ საკუთარი მომავლის შექმნის ოცნებას ვერაფერი შეედრება.  და,  თუ ოცნების უნარი გაქვთ, ესე იგი, ოცნების ახდენაც შეგიძლიათ.ყოველივე  საუკეთესოს გისურვებთ!




ანგარიში





იუბილე ამის გარეშე შეუძლებელია




ქეთი ჯამასპიშვილის ნახატები



მარი ხაფავას ნახატები

Комментариев нет:

Отправить комментарий